მსოფლიო ბანკმა საქართველოს მელიორაციას სატრანსპორტო საშუალებები გადასცა

მსოფლიო ბანკმა საქართველოს მელიორაციას სატრანსპორტო საშუალებები გადასცა. „მსოფლიო ბანკის მიერ გადმოცემული ტექნიკა, საქართველოს მელიორაციის საქმიანობის ეფექტიანი წარმართვისთვის მეტად მნიშვნელოვანია,“ – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა ღონისძიებაზე, სადაც მსოფლიო ბანკმა „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროგრამის” ფარგლებში „საქართველოს მელიორაციას“ 25 ერთეული „რენოს“ მარკის ავტომანქანა, სპეციალური ეკიპირება და კომპიუტერული ტექნიკა გადასცა.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin