მსოფლიოში 2.1 მილიარდ ადამიანს სასმელად ვარგის წყალზე ხელი არ მიუწვდება – გაერო

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ახალი ანგარიშის  მიხედვით, მსოფლიოში 2.1 მილიარდ ადამიანს სასმელად ვარგის წყალზე ხელი არ მიუწვდება. გაეროს ცნობით, ვითარება ყველაზე მძიმე აფრიკის კონტინენზე, სუბსაჰარული აფრიკის რეგიონშია. ამ პრობლემის გამო, სანიტარულ ნორმებს ვერ იცავს 4.3 მილიარდი ადამიანი. ამავე ანგარიშის მიხედვით, 844 მილიონი ადამიანი იძულებულია, წყლის მოსაპოვებლად ყოველდღიურად 30 წუთი ფეხით იაროს.