მიწის რეგისტრაციის შესახებ პირველი უფასო ელექტრონული კურსი მომზადდა

იუსტიციის სასწავლო ცენტრმა მიწის რეგისტრაციის შესახებ პირველი ელექტრონული კურსი შექმნა. კურსი განკუთვნილია მუნიციპალიტეტის თანამშრომლებისთვის და საკითხით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის. ელექტრონული კურსის გავლა უფასოა და მისი მიზანია დაინტერესებულ საზოგადოებას გააცნოს საქართველოში მიმდინარე მიწის რეგისტრაციის რეფორმის არსი, მნიშვნელოვანი მიღწევები და რეგისტრაციასთან დაკავშირებული ძირითადი სამართლებრივი საკითხები. ელექტრონული კურსი -„მიწის რეგისტრაცია“ მოიცავს სამ მოდულს. ყოველი მოდულის ბოლოს მონაწილემ უნდა შეასრულოს 10 ტესტური დავალება. ელექტრონული სერტიფიკატის მისაღებად საჭიროა მონაწილემ სწორად უპასუხოს ტესტური დავალებების 70%-ს.

ელექტრონული კურსის გასავლელად საჭიროა რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: landregistration.gov.ge

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin