მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში მოქალაქეებმა 37 600 000 ლარზე მეტი დაზოგეს

მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, უფასო სერვისების მიღების გზით, საქართველოს მოქალაქეებმა 37 600 000 ლარზე მეტი დაზოგეს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რეფორმის ფარგლებში, მოქალაქეებისთვის საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის საჭირო ყველა პროცედურას შესაბამისი განაცხადის და აზომვითი ნახაზის წარმოდგენის შემდეგ, სააგენტო თავად ახორციელებს. მიწის რეგისტრაციის რეფორმა 2016 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდა. ამ დროისთვის უკვე დარეგისტრირებულია 684 ათასზე მეტი განაცხადი. მიწის რეგისტრაციის რეფორმა 2020 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდება. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნდა.