მიწისქვეშა ორგანული მეურნეობა სეულში

სეულის მეტროს ყოველდღიურად 7 მილიონი მგზავრი ჰყავს, 2019 წლის სექტემბრიდან მას მიწისქვეშა ორგანული სოფლის მეურნეობა შეემატა. ვინც სანგდოს სადგურზე ბილეთის კარიბჭესთან მოხვდება, მას უჩვეულო სანახაობა ელოდება. შუშის პანელიანი ფასადის მიღმა, ფოთლები, ყლორტები და შუქის ქვეშ გაშენებული მიწისქვეშა ორგანული მეურნეობაა.

მეტროს ფერმის კონცეფცია მიწისქვეშა ეკოსისტემის ტემპერატურის გაკონტროლებაა. იგი დღეში 30კგ ბოსტნეულს აწარმოებს და 40-ჯერ უფრო ეფექტურია, ვიდრე ტრადიციული მეურნეობა. შეიძლება ითქვას, რომ ურბანული მეურნეობის განსხვავებული და საინტერესო სახეობაა.


Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin