მიწათმოქმედება, ტურიზმი, მესაქონლეობა – ქალაქის/სოფლის განვითარების სამი შესაძლებლობა – NDI-ის კვლევის შედეგები

რა არის თქვენი ქალაქის/სოფლის განვითარების სამი შესაძლებლობა? ამ კითხვაზე გამოკითხულებმა ყველაზე მეტჯერ მიწათმოქმედება დაასახელეს. ეკონომიკურ შესაძლებლობებში პროცენტულად მეორე ადგილზე ტურიზმი, მესამეზე კი მესაქონლეობა მოხვდა.

2020 წლის აგვისტოს გამოკითხვის შედეგები

კვლევა NDI-ის დაკვეთით CRRC- საქართველომ ჩაატარა. ორგანიზაციის ინფორმაციით, კვლევა 6-11 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით 2,045 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვანი მოსახლეობა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) გამოიკითხა. კვლევის ცდომილება 1-3%-ია.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin