მინსკში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და ტექნიკის საერთაშორისო გამოფენა „ბელაგრო-2019“ გაიხსნა

ბელარუსში, მინსკში, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და ტექნიკის 29-ე საერთაშორისო გამოფენა „ბელაგრო-2019“ გაიხსნა. ქართული დელეგაციის წევრებს საშუალება ჰქონდათ გამოფენაზე წარმოდგენილ პროდუქციას და უახლეს ტექნოლოგიებს გაცნობოდნენ; „გამოფენის ფორმატში ქართული და ბელარუსული ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შორის გამართული საქმიანი შეხვედრები სამომავლო თანამშრომლობის დაწყებისთვის საუკეთესო პლატფორმაა“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა. ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ვალერი კვარაცხელიამ სურვილი გამოთქვა, რომ მომდევნო წლებში საერთაშორისო გამოფენაში „ბელაგრო-2019“ მონაწილეობა ქართულმა კომპანიებმაც მიიღონ. წელს გამოფენაში „ბელაგრო-2019“ 28 ქვეყნის კომპანია მონაწილეობდა.