მეუღლის უკვდავსაყოფად გაშენებული ბაღი

როგორც დაგპირდით ჩვენი შემდეგი რესპონდენტი რუსთავიდანაა. ნუგზარ და ნაირა ძნელაშვილები მებაღეობით 5 წლის წინ დაინტერესდნენ. რამდენიმე წლის წინ ნუგზარს მეუღლე გარდაეცვალა. ბაღს კი მეუღლის პატივსაცემად ნაირას ბაღი დაარქვა.

“ყვავილების ბაღის გაშენება მე და ჩემმა მეუღლემ 5 წლის წინ დავიწყეთ, სამწუხაროდ ჩემი მეუღლე გარდაიცვალა.  ბაღის განვითარებაზე და გალამაზებაზე ზრუნვა კი მარტოს მომიწია. ეზოში სხვადასხვა ჯიშის ყვავილები და ხე-მცენარეები ხარობს.  ეს ბაღი ჩემთვის ძვირფასი ადგილია, რადგან მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი მის სახელს ატარებს, ბაღსაც ნაირას სახელი ჰქვია“.

როგორც ჩვენი რესპონდენტი იხსენებს, თავიდან სეზონური ყვავილები დარგეს, მაგრამ ზაფხულის გსვლის შემდეგ ყვავილობ დაასრულეს და ზამთარში ეზო კვლავ მოსაწყენი და უსახური გახდა.

 „პირველ წელს მიღებული გამოცდილება, მეორე წელს გავითვალისწინეთ და წელიწადის დროების შესაბამისად მოყვავილე მცენარეები დავრგეთ. არც მე და არც ჩემს მეუღლეს ნაირას არანაირი გამოცდილება არ გქვონდა ამ საქმეში. საჭირო ცოდნის დაგროვება ვიდეოების ყურებით, გუგლში ინფორმაციების მოძიებით და მებაღეობის შესახებ დაწერილი წიგნებით მივიღეთ. 5 წლის განმავლობაში ბაღი 4-ჯერ გადავაკეთეთ, ჩემი აზრით ეს არის ყველაზე რთული პროცესი და ახლა ბედნიერი ვარ, რომ ბაღმა საბოლოო სახე მიიღო, რაღაცეების დამატება მინდა, სამწუხაროდ ამაში ადგილი არ მიწყობს ხელს“.

მას შემდეგ, რაც ჩვენმა რეპონდენტმა მებაღეობაში ცოდნა და გამოცდილება დააგროვა, მცენარეები თავად გამოჰყავს. ნუგზარ ძნელაშვილმა საკუთარი საქმიანობით მეზობლებიც დააინტერესა, როგორც თავად აღნიშნავს მეზობლებს და მებაღეობით დაინტერესებულ ადამიანებს, ხშირად უზიარებს გამოცდილებას და საჭირო რჩევებითაც ხშირად ეხმარება.

„თვე არ გავა, რომ ვინმე რჩევის საკითხავად არ მოვიდეს, სამეზობლოში მალე ძაილან ბევრი და ლამაზი ბაღი გაჩნდება. მცენარეები თავად გამომყავს და მეზობლებსაც ვაძლევ ხოლმე საჩუქრად. რუსთავის კლიმატური პირობების გათვალისწინებით, ნამდვილად რთულია მებაღეობა, ხშირად ჩამომიტანია დასავლეთ საქართველოში გავრცელებული მცენარეები, მაგრამ აქაური პირობების გამო, ზრდა-განვითარება გასჭირვებია. მცენარეებისთვის ონკანის წყალს არ ვიყენებ, ვცდილობ წვიმის წყალი შევაგროვო, მაგრამ ძირითადად მტკვრის წყალს ვეზიდები, რადგან ეს ეხმარება მცენარეებს, რომ მიიღონ კვებისთვის საჭირო ნივთიერებები“.

ავტორი:

ნოდარ ლაფანაშვილი

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin