14 ივნისს 23:59 დან მერძევეობის პროგრამაზე განაცხადების მიღება შეწყდება. პროგრამა ამ ეტაპზე სამეგრელო-ზემო სვანეთს, იმერეთს, სამცხე-ჯავახეთს, კახეთს, ქვემო ქართლს და რაჭა ლეჩხუმ-ქვემო სვანეთს რეგიონებს ფარავს. არ შეწყდება იმ ახალგაზრდა ვეტერინარების დაფინანსება რომლებიც საველე-მობილური ვეტ კლინიკების შექმნას მოისურვებენ.
ამ პროგრამებით დაინტერესებულებს შეუძლიათ უფრო მეტი ინფორმაცია ნახონ საიტზე arda.gov.ge.