მერძევეობის დარგის განვითარების მიზნით ახალი პროგრამა იწყება

სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) ფინანსური მხარდაჭერით, „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის“ განხორციელება დაიწყო. სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) ფინანსური მხარდაჭერით,  „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის“ განხოციელება იწყება. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სოფლად რძის მცირე წარმოების  განვითარების ხელშეწყობა.

პროგრამა იმერეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და სამცხე-ჯავახეთში განხორციელდება.

პროგრამა ითვალისწინებს როგორც ახალი საქმიანობის დაწყებას, ასევე არსებულის გაფართოებას/მოდერნიზებას/გადაიარაღებას შემდეგი მიმართულებებით: რძის პირველადი წარმოება, რძის შემგროვებელი პუნქტი,  რძის გადამმუშავებელი საწარმო, პირუტყვის საკვების პირველადი წარმოება, ვეტერინარია და ხელოვნური განაყოფიერება. პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსება ხორციელდება პროექტის ღირებულების 40%-დან 80%-მდე თანადაფინანსებით, ხოლო თანხობრივი ლიმიტები მერყეობს 8000 ლარიდან 195,000 ლარამდე. 2020 წელს პროგრამის ფარგლებში დაიხარჯება 3 მილიონი ლარი და პროგრამით ისარგებლებს 60-მდე ფერმერი.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin