მევენახეობის ადგილების 85%-ს კლიმატის ცვლილება გაანადგურებით ემუქრება – ახალი კვლევა

მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, კლიმატის ცვლილება მნიშვნელოვნად იმოქმედებს მევენახეობის შემცირებაზე.

კვლევის თანახმად, თუ დედამიწაზე ჰაერის ტემპერატურა 2 გრადუსით მოიმატებს ვენახების ფართობი განახევრდება, 4 გრადუსით მატების შემთხვევაში კი  – 85% -ით შემცირდება.

მკვლევარებმა 11 ვაზის ჯიში   და მათი ადაპტირების უნარი შეისწავლეს. თითოეული ჯიშისათვის შემუშავდა მოდელი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია წინასწარ განისაზღვორს – შეუძლია თუ არა ყურძენს ადაპტირება კლიმატის ცვლილების სხვადასხვა სცენარის ( დათბობა 0,5, 2 და 4 გრადუსით.) შესაბამისად.

კვლევამ დაადასტურა, რომ კლიმატის ცვლილების ნებისმიერი ამ ვარიანტით, აშკარა იქნება სოფლის მეურნეობის ამ დარგის დაკარგვა. ყველაზე მეტად თბილი კლიმატის მქონე რეგიონები დაზარალდება. ესენია იტალია, ესპანეთი და ავსტრალია.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin