მეაბრეშუმეობა – მივიწყებული დარგის ახალი სიცოცხლე

სინაღში, სოფელ ქვემო მაღაროში საბჭოთა კავშირის დროს აბრეშუმის საშრობის ქარხანა ფუნქციონირებდა. მისი დახურვის შემდეგ წარმოებამ სახლებში გადაინაცვლა, ნელ-ნელა კი საქმიანობა მიივიწყეს, თუმცა არა ბეჟაშვილების ოჯახში.

“სიყვარულით ვაკეთებ იმას, რაც ,,მემკვიდრეობით” მერგო. ვეფერები აბრეშუმის ჭიებს და მათ ,,მატრაკვეცებს” ვეძახი. ეს სახელი ძალიან უხდებათ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ფრთების შრიალს მოჰყვებიან,” – ამბობს ლამარა ბეჟაშვილი, რომელიც ოჯახის ტრადიციას რამდენიმე წლის წინ დაუბრუნდა და დღეს უკვე სარფინ საქმიანობად აქცია. აბრეშუმის ძაფს და მისგან წარმოებულ სხვადასხვა პროდუქციას სახლის პირობებში ამზადებს, ჰყავს თანამოაზრეებიც და შეგირდებიც.

მეაბრეშუმის თქმით, ძლიერი გლეხი ძლიერი ქვეყანაა. თუ კახეთში კვლავ გააქტიურდება ეს მივიწყებული საქმიანობა, საგრძნობლად შემცირდება უმუშევრობის დონე და ხალხი ეკონომიკურადაც გაძლიერდება. ლამარა ბეჟაშვილი გვეუბნება, რომ უმაღლესი ხარისხის აბრეშუმის მისაღებად საჭიროა ჭიების კარგად კვება. ამისთვის აუცილებელია თუთის ბევრი  ფოთოლი, რომელიც გაზაფხულისთვის რძით უნდა იყოს გაჟღენთილი, რადგან ხარისხს სწორედ ეს განსაზღვრავს.  

ლამარა ბეჟაშვილი აბრეშუმს რამდენიმე დამხმარე ქალთან ერთად ამუშავებს. მათ შორისაა ნათელა გოდერძიშვილიც.

,, გასული საუკუნის 80-იან წლებში, კახეთში ჭიები ყველა ოჯახში იყო, თუმცა დროთა განმავლობაში, სამწუხაროდ, საქართველოში მიივიწყეს მეაბრეშუმეობა. ბედნიერი ვიქნები, თუკი ეს დარგი კვლავ აღდგება. მე, ლამარასთან ერთად მზად ვარ, ამ საქმეს სათავეში ჩავუდგე ჩვენ რეგიონში”- ნათელა გოდერძიშვილმა.

ლამარა თავის ,,შეგირდებთან” ერთად ამზადებს სუვენირებს აბრეშუმის ქსოვილის დამუშავება-შეღებვით. ძაფები იხარშება ღვინოში, ენდროსა და სხვადასხვა საღებავში, რომლითაც ულამაზესი ფერთა გამა მიიღება. ისინი ამზადებენ ქალის თავსაბურავებს, ჩუსტებს, კოსმეტიკურ ზეთს, რომელიც სახის კანი პრობლემებს ებრძვის.

მეაბრეშუმეობა საქართველოს სოფლის მეურნეობის უძველესი დარგია. წლების წინ, იგი მოსახლეობის დასაქმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალება და შემოსავლის წყარო იყო. რა პერსპექტივა არსებობს მეაბრეშუმეობის დარგის განვითრებისა და ადგილზე წარმეობის ხელშეწყობისათვის? როგორია მთავრობის მიდგომა ?-  პოზიციას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის უფროსი სპეციალისტები გვიზიარებენ, რომლებიც სოფლის მეურნეობის მინისტრს გუშინ შეხვდნენ. მათი ინფორმაციით, ამ ეტაპზე, სამინისტროში რამდენიმე მიმართულებას განიხილავენ, მათ შორის ერთი პროექტი მეაბრეშუმეობის საქმიანობის დაწყებას – ახმეტაში, ხონსა და აჭარაში ითვალისწინებს.

სამეცნიერო კვლევითი ცენტრის უფროსმა სპეციალისტმა ნარგიზ ბარამიძემ გვითხრა, რომ ცენტრი ერთ-ერთ კონკრეტულ უახლესი კვირების განმავლობაში შეჯერდება.

ავტორი:

ნათია კოსტავა