მარტში საქართველოს მშპ 4%-ით გაიზარდა

2021 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 4 %-ით გაიზარდა, ხოლო I კვარტალის საშუალო რეალურმა კლებამ 4.2 % შეადგინა.

პირველი კვარტლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდა ასეთი იყო:

  • იანვარი – მინუს 11.5%;
  • თებერვალი – მინუს 5.1%;
  • მარტი – ზრდა 4%
  • ჯამური ვარდნა პირველ კვარტალში – 4.2%

2021 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში:

  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა,
  • ვაჭრობა,
  • დამამუშავებელი მრეწველობა,
  • უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები,
  • ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება,
  • ტრანსპორტი და დასაწყობება,
  • ინფორმაცია და კომუნიკაცია.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა

  • მშენებლობის,
  • სამთომოპოვებითი მრეწველობის,
  • ხელოვნების, გართობისა და დასვენების სექტორებში

2021 წელს საქართველოს მთავრობა 4.3%-იანი ეკონომიკური ზრდას გეგმავს. თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ზრდის პროგნოზი 4.3%-დან 3.5%-მდე შეამცირა, 28 აპრილს კი აზიის განვითარების ბანკმა პროგნოზი 4.5%-დან 3.5%-მდე შეამცირა.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin