მარნეულში ხორბლის სასელექციო-სადემონსტრაციო ღია კარის დღეები გაიმართა

მარნეულის მუნიციპალიტეტში ხორბლის სასელექციო-სადემონსტრაციო ღია კარის დღეები გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, ნაკვეთზე წარმოდგენილი იყო ქართული ხორბლის ისეთი ენდემური ჯიშები, როგორებიცაა: ჩელტა ზანდური, გვაწა ზანდური, მახა, დიკა, დოლის პური და შავფხა. სადემონსტრაციო ნაკვეთები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, მეხორბლე ფერმერებთან და მეწარმეებთან ერთად დაათვალიერა. მინისტრის განცხადებით, სახელმწიფომ საკანონმდებლო ბაზა შექმნა, რომელიც სავალდებულო წესით ხორბლის სათესლე მასალის სერტიფიცირებას ითვალისწინებს. „ლომთაგორა“ 2013 წელს, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში შეიქმნა. აშენდა მარცვლეულის შესანახი საწყობი, დამონტაჟდა მარცვლეულის საშრობი. საწარმო წელიწადში 2000 ტონა მარცვლეულს ინახავს. კომპანიაში 20 ადამიანია დასაქმებული.