მარაგების კუთხით დამაკმაყოფილებელი მდგომარეობა გვაქვს, შეფერხება ამ მომენტისთვის არ არსებობს – ლევან დავითაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში მარაგების კუთხით დამაკმაყოფილებელი მდგომარეობაა და შეფერხება არ არსებობს.

„ჩვენ რეგულარულად ვაკეთებთ მარაგების მონიტორინგს, ასევე ახალი შესყიდვების შემოსვლის გრაფიკს ვადევნებთ თვალყურს. სამინისტროში შესაბამისი სამუშაო ჯგუფი არსებობს ამისთვის. დღეს ჩვენ მარაგების კუთხით გვაქვს დამაკმაყოფილებელი მდგომარეობა. შეფერხება ამ მომენტისთვის არ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული გამოწვევები, მათ შორის ექსპორტის შეზღუდვები, რეგიონში არსებობს. დღეს ჩვენს მოსახლეობას აქვს აბსოლუტურად შეუფერხებელი ხელმისაწვდომობა ყველანაირ სასურსათო პროდუქტთან“ – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

ეკონომიკის სუბსიდირებისთვის ქვეყანაში 2 მლრდ. ლარია გამოყოფილი. მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს თანხა სოფლის მეურნეობასა და საკვებ ინდუსტრიასაც მოხმარდება.

„საქართველოს სხვა ქვეყნების მსგავსად ექნება კონკრეტული ადეკვატური პასუხი ეკონომიკურ გამოწვევებზე. ეს არის ორი მილიარდი დაკრედიტების შესაძლო რესურსი საბანკო სფეროდან, რომელიც ეკონომიკის სხვადასხვა დარგებში განაწილდება, მათ შორის სოფლის მეურნეობასა და საკვებ ინდუსტრიაში. ამაზე ჩვენ გვექნება დეტალური დარგობრივი პროგრამები, რომელთან ექსპერტებთან განვიხილავთ შემდეგი დღეების განმავლობაში იმისათვის, რომ პოსტკრიზისულ სიტუაციაში ჩვენ ვიყოთ აბსოლუტურად მზად, რომ სწრაფი ტემპით მოვახდინოთ როგორც სოფლის მეურნეობის, ისე ეკონომიკის სასურსათო გადამამუშავებელი დარგის სწორი სტიმულირება“ – ამბობს ლევან დავითაშვილი.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin