ლევან დავითაშვილი: მარნეულის პროდუქცია აბსოლუტურად უვნებელი და უსაფრთხოა. იგი ბაზარს უნდა მიეწოდოს.

“მარნეულის პროდუქცია აბსოლუტურად უვნებელი და უსაფრთხოა. ეს პროდუქტი ბაზარს უნდა მიეწოდოს. მნიშვნელოვანია, რომ საკარანტინო ზონაში მყოფი პირების გადაადგილება არ მოხდეს, ამიტომ ვმუშაობთ, რომ ადგილზე წარმოებული პროდუქტის გარეთ გამოტანა პრობლემების გარეშე, დადგენილი წესით მოხდეს” – აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

მისი თქმით, სურსათის ეროვნულის სააგენტოსთან ერთად უკვე შეთანხმებულია ის მარშრუტი, სადაც სადეზინფექციო სამუშაოები უნდა ჩატარდეს.

„ძირითადად, ეს ეხება მარნეულის იმ ადგილებს, სადაც ინფიცირებული ადამიანები სახლობდნენ ან მოღვაწეობდნენ. ასევე იმ სოფლებს, სადაც მათ კონტაქტი უწევდათ. ამიტომ, სადეზინფექციოდ პირველი პრიორიტეტი არის ზუსტად ის მიმართულებები, რომელიც უფრო მეტად სარისკოა, თუმცა ჩვენ საკმაოდ მძლავრი სპეციალური ტექნიკა გვყავს შეყვანილი რეგიონში იმისთვის, რომ მასიურად მოხდეს მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება, რომ რისკები დავწიოთ“,- განაცხადა დავითაშვილმა.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin