ლატვიაში 51 მცირე მარნის 600-მდე ბოთლი ღვინო გაიგზავნა

ლატვიაში 51 მცირე მარნის 600-მდე ბოთლი ღვინო გაიგზავნა – ამის შესახებ ინფორმაცია ღვინის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა. რიგაში გაგზავნილი ღვინის ნაწილი 29 და 31 ივლისს დაგეგმილ დეგუსტაციებზე იქნება წარდგენილი, ნაწილი კი ლატვიაში მიმდინარე წლის ბოლომდე დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებაზე იქნება გატანილი. კოვიდ 19-ის პანდემია ქართული ღვინის ინდუსტრიაზეც აისახა, გავლენა იქონია როგორც შიდა გაყიდვებზე, ასევე ექსპორტზეც. 


Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin