კორონავირუსმა ველური ცხოველების მსოფლიო ბაზარი ყურადღების ცენტრში მოაქცია

ექსპერტების აზრით, კოროვირუსული პანდემია, რომელიც, სავარაუდოდ, ჩინეთში ველური ცხოველების ბაზარზე წარმოიშვა, გავლენა ექნება ველური ბუნების ცხოველების გლობალურ ვაჭრობაზე, რომელსაც  ცხოველების გადაშენება და დაავადებების ადამიანზე გავრცელება შეუძლია.

როდესაც Adam Peyman-ი ვიეტნამის რესტორანში შევიდა, მენიუში აღმოაჩინა გარეული ცხოველების ისეთი სახეობის წარმომადგენლები, როგორიცაა: მაჩვზღარბა, კუ, გარეული ღორი და ცხვარი.

”ამ საკვების დანახვა ცოტა გასაკვირი იყო, რადგან ამ ტიპის გარეული საკვები ფუფუნებად მიიჩნევა ” – ამბობს ცხოველთა კეთილდღეობის ორგანიზაციის ველური ბუნების მენეჯერი.

ეგზოტიკური ცხოველების საკვებად ან მედიკამენტებისთვის გამოყენება ააქტიურებს ველური ცხოველების ბაზრების, რომლებიც ხშირად არალეგალურად ფუნქციონირებს. ამ შემთხვევებში, დიდი შანსია დაავადებების წარმოქმნისა და მათი ადამიანებზე გადატანის.

გარეული ცხოველების არალეგალური ბაზარი მიანმარში

ნიუ-იორკის ველური ცხოველების დაცვის საზოგადობის მესიჯი ასეთია: „აკრძალეთ ველური ცხოველების ბაზრები და  შეაჩერეთ გარეული ცხოველების ბრაკონიერება“.

შეგახსენებთ, რომ ახლახანს ჩინეთის მთელ ტერიტორიაზე ველური ცხოველების მოხმარებისა და მათი მეურნეობის მკაცრი აკრძალვის ღონისძიებები გატარდა. კორონავირუსული ეპიდემიის გამო, რომელიც, სავარაუდოდ, ვუჰანის ველური ბუნების ბაზარზე დაიწყო გარეული ცხოველების საკვებად მიღება დროებით იკრძალება.

თებერვლის ბოლოს დაწესდა დროებითი აკრძალვა, ხოლო წლის ბოლომდე მისი კანონპროექტად შემუშავდება იგეგმება. მაგრამ ვაჭრობის დასრულება რთული იქნება. ჩინეთში ველური ცხოველების გამოყენების კულტურული ფესვები ღრმაა. მათ იყენებენ არა მხოლოდ საკვებისთვის, არამედ ტრადიციული მედიცინის, ტანსაცმლის, ორნამენტებისა და შინაური ცხოველებისთვისაც კი.

წყარო: BBC.com

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin