კონსტრუქციული აგროჟურნალისტიკის ხუთენოვანი სახელმძღვანელოს ავტორები “საქმიან დილაში”

უკვე მესამე წელი 11 უნივერსიტეტში – კონსტრუქციული აგროჟურნალისტიკის სახელმძღვანელო – ჟურნალისტებისთვის, აგროკომუნიკაციისა და სოფლის მეურნეობის თემატიკის გაშუქებით დაინტერესებული ყველა პირისთვის არის შექმნილი. სახელმძღვანელოს მოდულის შესახებ ავტორებმა „საქმიანი დილას“ ეთერში ისაუბრეს.

ჩამონათვალს სომხეთში მოქმედი სამი უნივერსიტეტიც დაემატება. სახელმძღვანელო გარდა ქართულისა კიდევ ოთხ სომხურ, რუსულ, ინგლისურ და აზერბაიჯანულ ენაზეა ხელმისაწვდომი. სომხეთში კურსი 57 სტუდენტმა უკვე გაიარა.

„კვლევით აღამოვაჩინეთ, რომ ხალხს აინტერესებდა სოფლის მეურნეობის საკითხები, არ გვყავდა ჟურნალისტები მზად ამ მასალების გასაშუქებლად. წიგნს ახლავს საინტერესო  აგროკალენდარიც, რომ მიხვდნენ რომელი თემებია აქტუალური. მიმდინარე გამოწვევების გათვალისწინებით ემატება ონლაინ ლექციები” – ამბობს ჟურნალისტიკის რესურსცენტრის ხელმძღვანელი.

სახელმძღვანელოს ერთ-ერთი თანაავტორი ​ნათია კუპრაშვილი აღნიშნავს, რომ წიგნი ფართო სპექტრის მომხმარებლებზეა გათვლილი. მისი ბეჭდური ვერსია ძირითადად მხოლოდ უნივერსიტეტებისთვისაა ხელმისაწვდომი, თუმცა ელექტრონული ვერსიით სარგებლობა უსასყიდლოდ ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია. 

“სწავლებით მეთოდოლოგიური ნაწილი სავარჯიშოები ჩვენი მხრიდან არის გაკეთებული, მაგრამ ვეფუძნებით სპეციალისტების გამოცდილებას” – ამბობს ნინო ჭალაგანიძე.

სახელმძღვანელო ,,ჟურნალისტიკის რესურს ცენტრის” (JRC) მიერ შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია MERCY CORPS -ის პროგრამის ,,ალიანსები კავკასიაში” მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში მომზადდა და „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან“ პარტნიორობით გამოიცა.


Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin