კომპანია  ENKA  სავარაუდოდ საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულებას წყვეტს 


ნამახვანჰესის მშენებელი კომპანია BMG-ENKA Renewables-ი სავარაუდოდ საქართველოს სახელმწიფოსთან არსებულ ხელშეკრულებას წყვეტს. 

საკითხთან დაკავშირებით კონკრეტულ პასუხს არ გვეუბნებიან ეკონომიკის სამინისტროში, უწყების განმარტებით, დამატებითი დეტალების შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით მოგვაწვდიან. თავად რიონის ხეობის მცველები კი ფიქრობენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება. 

” ჩვენც ახლახან გავიგეთ, ვფიქრობ, რომ სიმართლეა ესე გვგგონია, დაზუსტებით არ ვიცით, ვიცოდით რომ არბიტრაჟისთვის ემზადებოდა ენკა” – ამბობს ჩვენთან საუბრისას ვარლამ გოლეთიანი. 

სტამბოლის საფონდო ბირჟის ვებგვერდზე 20 სექტემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელიც კომპანია „ENKA”-ს ეკუთვნის, ნათქვამია, რომ კომპანია ნამახვანჰესის კასკადის აშენებაზე საქართველოს ხელისუფლებასთან ხელშეკრულებას წყვეტს. განცხადებაში წერია რომ კომპანიამ საქართველოს მთავრობას აღნიშნულის შესახებ უკვე შეატყობინა. მიზეზად კომპანია კონტრაქტის პირობების დარღვევას და ფორსმაჟორული გარემოებებს ასახელებს.

რა წერია მთავრობასა და ენკას შორის დადებულ ხელშეკრულებაში ფორსმაჟორის შესახებ?

ფორსმაჟორული გარემოებებისას ყველა სახის ზიანისა და დანაკარგის ანაზღაურება სახელმწიფოს ვალდებულებაა

ხელშეკრულების მიხედვით: ხელშეკრულებით გამიჯნულია ფიზიკური და არაფიზიკური (პოლიტიკური) ფორს-მაჟორული გარემოებები და მათ მიერ გამოწვეული შედეგები განსხვავებულად რეგულირდება. ფიზიკურ, იგივე არაპოლიტიკურ ფორს-მაჟორს მიეკუთვნება ისეთი მოვლენები, როგორიცაა ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა, ეპიდემია და სხვა. პოლიტიკურ ფორს-მაჟორულ გარემოებებს განეკუთვნება ნებისმიერი საომარი მოქმედება, შეიარაღებული კონფლიქტი, რევოლუცია, აჯანყება, სამოქალაქო არეულობა, ბლოკადა, ემბარგო და სხვა. ასევე ნებისმიერი საჯარო აგიტაცია ან პროტესტი, რომელიც ხელს უშლის მშენებლობას ან პროექტის ოპერირებას.

სამინისტროსგან ოფიციალური კომენტარის მიღებისთანავე მასალა განახლდება.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin