კვლევა: 2050 წლისთვის, მსოფლიოში ბოსტნეული კულტურების მოსავალი სამჯერ შემცირდება

2050 წლისთვის, მსოფლიო ბაზრის ბოსტნეულით მომარაგება დიდი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდება, რადგან სხვადასხვა ბოსტნეული კულტურების მოსავალი, ჯამში, სამჯერ შემცირდება, – ამის შესახებ ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლის მეცნიერთა ახალ კვლევაში წერია. მათი პროგნოზით, სამ ათწლეულში, მაგალითად, პარკოსანი მცენარეების მოსავალი დაახლოებით 35%-ით იკლებს. მათივე მტკიცებით, ისეთი ფაქტორები, როგორიცაა კლიმატის ცვლილება და წყლის რესურსის დეფიციტი, გავლენას იქონიებს არა მხოლოდ მოსავლიანობაზე, არამედ, მოყვანილი პროდუქციის ხარისხზეც.