კახეთში 145 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

25 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 145 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ყურძნის გადამუშავების დღეღამური მაჩვენებელი 10-12 ათასი ტონის ფარგლებშია. მაღალი გადამუშავების პირობებში, საწარმოებთან გაზრდილია ყურძნით დატვირთული მანქანების ნაკადი. გადამუშავებული ყურძნიდან 92 ათასი ტონა რქაწითელია, რომლის 72 % სს „აკურამ“ სახელმწიფოს მიერ აღებული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში შეისყიდა. ამ ეტაპზე რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია ღვინის მწარმოებელი 300-მდე კომპანია. დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 1501.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin