კახეთში, სეტყვით დაზიანებული ყურძენი სრულად დაბინავდა

კახეთის რეგიონში, სეტყვით დაზიანებული 15 ათას ტონამდე ყურძენი სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანიის“ მიერ სრულად დაბინავებულია.

მათივე ცნობით, 26 აგვისტოს, ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, კახეთის რეგიონში, გურჯაანის, თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში, 4600 ჰა ფართობის ვენახები დააზიანა.

„მოსავლის მართვის კომპანიამ“ დასეტყვილი ყურძნის სასპირტედ მიღება-გადამუშავება სტიქიიდან მეორე დღესვე, 27 აგვისტოს დაიწყო. 2 სექტემბერს სეტყვა კვლავ განმეორდა ყვარელსა და თელავში, დაზიანდა 180 ჰა ფართობის ვენახები. მთავრობის გადაწყვეტილებით, მევენახები, რომლებსაც სეტყვამ 100%-ით გაუნადგურა მოსავალი ერთჯერადი კომპენსაციის სახით თითოეულ 1 ჰექტარ ფართობზე 3000 ლარს მიიღებენ. მიმდინარეობს სეტყვისგან დაზარალებული აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარების ზარალის დათვლა. სეტყვის შედეგად დაზიანებული ყურძენი მევენახეებმა 1 კგ რქაწითელი 0,80 ლარად და 1 კგ საფერავი – 1 ლარად ჩააბარეს. 7 სექტემბრის მონაცემებით, გადამუშავებულია 53 ათას ტონამდე ტონამდე ყურძენი, რაც თითქმის 5-ჯერ აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს – 2020 წლის 7 სექტემბრის მდგომარეობით კახეთში 10 ათას ტონამდე ყურძენი იყო გადამუშავებული. რთველი 2021-ის ფარგლებში, გადამუშავებულია 30 ათას ტონამდე რქაწითელი, 17 ათას ტონამდე საფერავი, 2 ათას ტონამდე კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin