კახეთში კოოპერატივებს ტექნიკა და სათიბ-საძოვარი გადასცეს

კახეთში, „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ორ კოოპერატივს, – „პალდოველი 2014“ და „კვეტერა“ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და სათიბ-საძოვარი 25-წლიანი იჯარით გადაეცა. კოოპერატივებმა 90 % -იანი თანადაფინანსებით მიიღეს ტრაქტორი გუთნით, როტაციული და სეგმენტური სათიბელათი, ფოცხით, მოთიბული მასის დამწნეხით და მისაბმელით. სახელმწიფო პროგრამაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 39 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია ჩართული.