კარტოფილის ახალი ჯიშების რეგისტრაცია

კარტოფილის საერთაშორისო ცენტრთან ერთად, კარტოფილის ახალი ჯიშების დარეგისტრირება მიმდინარეობს. ერთობლივი პროექტი „საქართველოში სოფლად საარსებო საშუალებების გაძლიერება: ჯანსაღის თესლის წარმოების ინტეგრირებული მიდგომის დანერგვა კარტოფილის ადგილობრივი თესლწარმოების სისტემაში“ 2017 წლიდან, ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში უკვე შემუშავდა საქართველოში კარტოფილის მეთესლეობის გაუმჯობესების ეროვნული გეგმა, რომელიც ახალი გენოტიპების შემოტანას, ვირუსებისადმი გამძლე ჯიშების იდენტიფიკაციას და კატალოგის შექმნას, ჯიშობრივ კვლევებს, სპეციალისტების და ფერმერების გადამზადებას, საჭიროს ტექნიკის ადაპტაციას, ბიზნესშესალებლობების განვითარების ანალიზს და ჯანსაღი სათესლე მასალის მიღებით მოსავლიანობის მკვეთრ ზრდას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში უკვე ჩატარდა 34 ტრენინგი, სოფლის მეურნეობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის 22 წარმომადგენელი, 120 მეცნიერი და 150-მდე ფერმერი გადამზადდა.