კავკასიის ბუნების ფონდის ახალი გრანტი საქართველოს დაცული ტერიტორიებისთვის

ხელი მოეწერა ახალ საგრანტო ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც კავკასიის ბუნების ფონდი დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის 278 400 ლარის ოდენობის გრანტს გამოყოფს. გრანტის ფარგლებში, დაცული ტერიტორიების დამატებით ათი ადმინისტრაციის 232 თანამშრომელს სახელფასო დანამატი დაენიშნება და შესაბამისად, ტერიტორიული ადმინისტრაციების ყველა თანამშრომელი უზრუნველყოფილი იქნება გაზრდილი ხელფასით. ამჟამად,  კავკასიის ბუნების ფონდი 10 დაცულ ტერიტორიაზე საოპერაციო ხარჯების დაფარვას და მცირე ინფრასტრუქტურის განვითარებას უზრუნველყოფს. ხელშეკრულებას ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძემ, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძემ და კავკასიის ბუნების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯორჯ ჯიაკომინმა მოაწერეს.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin