იტალიური კალიის საწინააღმდეგო ღონისძიებები ქვემო ქართლში

ქვემო ქართლის რეგიონში, გარდაბნის, მარნეულის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში, სადაც კალიის კერებია დაფიქსირებული, იტალიური კალიის საწინააღმდეგო ღონისძიებები ინტენსიურად მიმდინარეობს. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკის მეშვეობით შესაბამისი პრეპარატით უკვე დამუშავებულია 1700 ჰექტარზე მეტი ფართობი. სახელმწიფო პროგრამის „მცენარეთა დაცვა და ფიტოსანიტარიული კეთილსაიმედოობა“ ფარგლებში ყოველწლიურად ატარებს მავნე ორგანიზმების საწინააღმდეგო ბრძოლას, მათ შორისაა კალია, რომელიც საფრთხეს უქმნის სასოფლო-სამეურნეო კულტურებს და ანადგურებს მწვანე საფარს.