იტალიის სანაპიროზე გამორიყული ორსული მკვდარი ვეშაპის კუჭში 22 კგ-მდე პლასტმასის ნაგავი იყო

იტალიაში, კუნძულ სარდინიის სანაპიროზე 8 მეტრის სიგრძის მკვდარი ვეშაპი იპოვეს. როგორც გაირკვა, მდედრი ძუძუმწოვარი ორსულად იყო. ვეშაპის სიკვდილის მიზეზი პლასტიკური ნარჩენებია. ოფიციალური ინფორმაციით, ძუძუმწოვრის კუჭში 22 კილოგრამამდე ნარჩენია აღმოჩენილი. მათ შორისაა პარკები, სათევზაო ბადეები, მილები, სარეცხი მანქანისთვის განკუთვნილი სითხით სავსე შეფუთვები და სხვა ისეთი ნარჩენები, რომელთა ამოცნობაც ვერ მოხერხდა. ვეშაპი ტურისტმა იპოვა.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin