იტალიის ერთ-ერთ ფერმაში 4 ადამიანი ნაკელის ავზში დაიხრჩო – BBC

ჩრდილოეთ იტალიაში, პავიის პროვინციაში მდებარე ფერმაში 4 ადამიანი ნაკელის ავზში დაიხრჩო. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ფერმის ერთ-ერთი თანამშრომელი ავზის დაცლის დროს ნაკელის მასაში აღმოჩნდა, სამმა თანამშრომელმა კი მისი გადარჩენა სცადა, თუმცა ოთხივე დაიღუპა.

დაღუპულები არიან 48, 45, 29 და 28 წლის მამაკაცები. ოთხივე ინდოეთის მოქალაქეა.

ფერმა, რომელშიც ისინი მუშაობდნენ, რძეს აწარმოებს. პირუტყვის ნაკელს კი ბუნებრივი სასუქისთვის აგროვებდნენ.

იტალიის საზოგადოებრივი მაუწყებლის, Rai-ს ცნობით, არენა-პოში, – ქალაქში სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, მხოლოდ 2019 წელს, სამუშაო ადგილზე 486 ადამიანია დაღუპული.