ინდოეთში ძროხის კუჭიდან 18 კილოგრამი პლასტიკური ნარჩენები ამოიღეს

ინდოეთში ძროხის პლასტიკური ნარჩენების გამო სიკვდილმა მოსახლეობის დიდი ნაწილის აღშფოთება გამოიწვია. ცხოველს ოპერაცია მუმბაიში ჩაუტარეს და მისი კუჭიდან 18 კილოგრამამდე პლასტიკური ნარჩენები, ძირითადად პოლიეთილენის პარკები ამოიღეს. ცხოველს ბოლო რამდენიმე დღეა, ინდოელები აქტიურად გულშემატკივრობდნენ. ინდოეთში ძროხა წმინდა ცხოველია.

როგორც ინდური მედია წერს, ოპერაციის შემდეგ ძროხას მზრუნველობას არ აკლებდნენ, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ცხოველის სიკვდილს ინდოელი გარემოსდამცველების გააქტიურებაც მოჰყვა. ისინი ითხოვენ, კანონი, რომელიც სავაჭრო ობიექტებს პოლიეთილენის პარკების გამოყენებას უკრძალავს, – აღსრულდეს. მათი განცხადებით, პრობლემის მოსაგვარებლად, ხელისუფლება მკაცრ ღონისძიებებს არ მიმართავს.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin