ინგლისის ზოოპარკში ხუთი თუთიყუში გინებისთვის “დასაჯეს”

ინგლისში, ლინკოლშირის საგრაფოს ზოოპარკში ხუთი თუთიყუში “დასაჯეს”. მიზეზი ისაა, რომ ისინი მეტისმეტად ბევრს იგინებოდნენ.

აფრიკული ნაცრისფერი თუთიყუშები – სახელად ერიკი, ჯეიდი, ელსი, ტაისონი და ბილი – ერთ გალიაში იყვნენ მოთავსებული, თუმცა უცენზურო გამონათქვამების გამო ზოოპარკის ადმინისტრაციას მათი განცალკევება მოუწია. როგორც ზოოპაარკის წარმომადგენელი ფრინველების “დასჯის” მიზეზზე საუბრისას, ამბობს თუთუყუშების გინება უცხო არავისთვისაა, თუმცა ზოოპარკის პატარა ვიზიტორების სტუმრობის გამო მათი განცალკევება გახდა საჭირო. ზოოპარკის თანამშრომლები ფიქრობენ რომ ამ გზით თუთიყუშები გინებას გადაეჩვევიან.

წყარო: lincolnshirelive.co.uk

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin