იმპორტის ჯამური რაოდენობა გაზრდილია – 2019 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემები

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის მეოთხე კვარტლის იმპორტის ჯამური რაოდენობა 2 583 250 ათასი აშშ დოლარი იყო, რაც 144 209 აშშ ათასი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

2019 წლის იმპორტის მიხედვით უმსხვილეს საიმპორტო სასაქონლე ჯგუფში შევიდა ხორბალი და მესლინი 30 812 ათასი აშშ დოლარით, რაც 2 512 ათასი აშშ დოლარით მეტია 2018 წლის მეოთხე კვარტალის მონაცემებთან შედარებით.

საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან 2019 წლის იმპორტის მეოთხე კვარტლის მონაცემებით, პირველ ადგილზე თურქეთია ჯამში 471 492 ათასი აშშ დოლარით, რუსეთი – 316 556 ათასი აშშ დოლარი, ჩინეთი – 211 457 ათასი აშშ დოლარი, აზერბაიჯანი – 157 529 ათასი აშშ დოლარი.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin