იაპონიამ პოლიეთილენის პარკებზე ფასი დააწესა

იაპონიამ პოლიეთილენის პარკებზე ფასი დააწესა. შეაჩერებს თუ არა ეს მის გამოყენებას ქვეყანაში – ამის შესახებ CNN წერს. ბანანი, კვერცხი, შოკოლადი – იაპონიაში ამ პროდუქტს საერთო ის აქვთ, რომ ისინი პოლიეთილენში არიან შეფუთულები. საცალო ვაჭრობაში მიიჩნევენ, რომ თუ პროდუქტი არ არის პოლიეთილენის შემადგენლობაში, ძნელია კვების უსაფრთხოების სტანდარტების გარანტირება. თუმცა იაპონიაში ამ კუთხით პრობლემაა, რადგან მხოლოდ თითოეული ნივთის პოლიეთილენში გახვევით არ შემოიფარგლებიან. მსოფლიოში ყოველწლიურად 540 მილიარდ პოლიეთილენის პარკს მოიხმარენ, იაპონიაში კი დაახლოებით 30 მილიარდს. ამ სტატისტიკიდანაც ვხვდებით, თუ როგორი მდგომარეობაა ამ ქვეყანაში, არის თუ არა მზად იაპონია დათმოს პლასტმასის სიყვარული? ეს სამომავლოდ გამოსაკვლევი საკითხია. 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin