იანვარში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 11.5%-ით შემცირდა – საქსტატი

2021 წლის იანვარში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 11.5%-ით შემცირდა. – ამის შესახებ საქსტატის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასების ანგარიშში ვკითხულობთ. 

საქსტატი

იანვარში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლება შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში: მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, დამამუშავებელი მრეწველობა, განთავსების საშუალებით უზრუნველყოფა, ხელოვნება, გართობა-დასვენება და სხვა დარგებში. ამავე პერიოდში ზრდა დაფიქსირდა ინფორმაცია და კომუნიკაციის, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სფეროებში.

მიმდინარე წლის იანვარში 224.4 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა ექსპორტის მაჩვენებელი, რაც 16.2%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 16.6%-ით შემცირდა იმპორტიც და დაახლოებით 538 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. საგარეო სავაჭრო ბრუნვა კი ამავე მონაცემების მიხედვით, 762.5 მილიონი დოლარით ანუ 16.5 %-ით შემცირდა. 

საქსტატის ინფორმაციით, 2021 წლის იანვარში 2 835 ახალი საწარმო დარეგისტრირდა, რაც 23.3%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

საანგარიშო პერიოდში შემცირდა დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვაც. კლებამ დაახლოებით 8% შეადგინა, რაც დაახლოებით 6 მილიარდი ლარია. 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin