იანვარში სავაჭრო ბრუნვა 16.4 %-ით შემცირდა – საქსტატი

2021 წლის იანვარში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოდან პროდუქტის ექსპორტი 16.2 პროცენტით, ხოლო იმპორტი 16.4 პროცენტით შემცირდა. – ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. 

საგარეო ვაჭრობის ექსპრეს მონაცემებით, 2021 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 763.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. აქედან მეტი წილი 539.4 მილიონი იმპორტს ჰქონდა, ხოლო ექსპორტი 224.4 მლნ. აშშ დოლარი იყო. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წლის იანვარში 315.0 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.2 % შეადგინა.

საქსტატი საგარეო ვაჭრობის დეტალურ ანგარიშს 19 თებერვალს გამოაქვეყნებს, სწორედ ამ დოკუმენტიდან გაირკვევა თუ რომელი საქონლის ექსპორტმა ან იმპორტმა გამოიწვია სავაჭრო ბრუნვის შემცირება. 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin