თხილი 2-3 ლარით გაიაფდა – თხილის მწარმოებელთა ასოციაცია

თხილის ბაზარზე ფასები მკვეთრად დაეცა, – ამის შესახებ “აგრო სიახლეებს თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში განუცხადეს. ბიზნესგაერთიანება მიზეზად რეგიონში მიმდინარე ომს და თურქეთში ლირის მკვეთრ გაუფასურებას ასახელებს.

როგორც ასოციაციის პრეზიდენტი, გიორგი თოდუა, “აგრო სიახლეებს” ეუბნება, ამ ეტაპზე ფერმერებს რეალიზაციისთვის მხოლოდ საერთო მოსავლის 10-15% აქვთ დარჩენილი. გართულებული და გაზვირებულია ლოგისტიკა.

თოდუას ინფორმაციით, დღეს ერთი კილოგრამი თხილის ფასი დაახლოებით 4-5 ლარია, მაშინ როცა შარშან ამ დროს იგივე ხარისხის 7-8 ლარი ღირდა.

თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი აყველა ფერმერს ურჩევს აქცენტი გააკეთონ პრემიუმ ხარისხის თხილის წარმოებაზე, რომელზე ფასიც და მოთხოვნაც ყოველთვის მაღალია.

გიორგი თოდიას, ინფორმაციით, დღეს, ბაზარზე პრემიუმ ხარისხის თხილი სამწუხაროდ არ აღემატება 5%-ს.

„ორიენტირებული უნდა ვიყოთ პრემიუმ ხარისხის თხილის წარმოებაზე, რომლის ფასი 9 ლარი და მეტიც იყო. ჩვენი მიზანი ეს არის, რომ ვაწარმოოთ ამ სტანდარტის პროდუქცია, რაც სრულიად მიღწევადია. პრემიუმ ხარისხის თხილზე მოთხოვნა სულ იქნება და ყოველთვის იქნება მაღალი ფასი. მაგალითად, გასულ სეზონზე, თუ საშუალო ხარისხის თხილის ფასი იყო 5-6 ლარი, პრემიუმ ხარისხის 9 ლარი ღირდა,” – განუცხადა “აგრო სიახლეებს” თოდუამ და დასძინა, რომ თხილის ხარისხისთვის აუცილებელია თავის დროზე და საჭირო დოზით წამლობა და სასუქის შეტანა, აგრო ვადებში მოსავლის დაბინავება და გაფცქვნა, საშრობებში თხილის გაშრობა.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin