თხილის ფასები

რა ეღირება ქართული თხილი საქართველოს და საერთაშორისო ბაზრებზე.


ამერიკული კომპანია „Selina Wamucii“-ს ინფორმაციით ამ დროისთვის 1 კილოგრამი თხილის ფასი
ამერიკაში 3,59 დან 4,04 აშშ დოლარის ფარგლებშია. თურქპოსტის ინფორმაციაზე დაყრდნობით, მიმდინარე წელს, თურქეთში 2,5 დან 3 აშშ დოლარის ფარგლებში იქნება საბითუმო ვაჭრობა.

საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი თოდუას ინფორმაციით ამ ეტაპზე თხილის ფასის დადგენა რთულია. სამეგრელოში თხილის მასიური აღების პროცესი 15-20 აგვისტოდან დაიწყება, თუმცა ფერმერთა ნაწილი ამ ეტაპზეც იღებს თხილს, რომლის ჩაბარების ფასიც 2 დან 2,5 ლარამდეა, რადგან მასში ტენიანობა, როგორც ნაჭუჭში აგრეთვე გულში 20-40 % ის ფარგლებშია და ჩამბარებელი კომპანიები ამას ითვალისწინებდნენ, ასეთ შემთხვევაში, გაშრობის შემდეგ 1 ტონაზე დანაკარგი შესაძლოა 200-350 კილოგრამის ფარგლებში იყოს.

გიორგი თოდუა ფერმერებს ურჩევს მოსავლის აღებამდე ერთი წამლობა კიდევ მოასწრონ აგრო ვადებში, რადგან აზიური ფაროსანა აქტიურ ფაზაში გადადის და შესაძლოა დასაწყობებულ თხილშიც გააგრძელოს ზარალის მიყენება.

როგორც ასოციაციაში ამბობენ, გასულ წელს პრემიუმ ხარისხის თხილი, ჯიშების მიხედვით, 5 დან 8 ლარამდეც კი მერყეობდა და შესაძლოა წელსაც საუკეთესო ხარისხის თხილის ჩაბარება იგივე ფასის ნიშნულებზე იყოს.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin