თსუ-ის კურსდამთავრებულმა აგროჟურნალისტიკის მნიშვნელობაზე კვლევა ჩაატარა

,,აგროჟურნალისტიკის როლი სოფლის მეურნეობის განვითარებაში” – თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციების მიმართულების  კურსდამთავრებულმა ნოდარ ლაფანაშვილმა, გადაცემები ,,ფერმა” , ,,მე ვარ ფერმერი” და ,,აგრო სიახლეები” იკვლია. როგორც კვლევის ატორი ამბობს, საკვლევ პერიოდად 3 თვე ჰქონდა აღებული და ამ პერიოდში 36 გადაცემა შეისწავლა. გადაცემის შესწავლამ, გადაცემის წამყვანებთან და ფერმერებთან  სიღრმისეულმა ინტერვიუებმა მკვლევარისთვის დაადასტურა ჰიპოთეზა, რომ შესწავლილი გადაცემები პოზიტიურ გავლენას ახდენს სოფლის მეურნეობის განვითარებაზე და ფერმერთა განათლებასა და დარგის განვითარებას ეხმარება. ნაშრომში ასევე ყურადღება გამახვილებულია მაუწყებლების მხრიდან, სოფლის მეურნეობის თემაზე მომზადებული გადაცემებისთვის დათმობილი დროის სიმცირეზე. კვლევის ავტორის თქმით, აგროჟურნალისტიკით დაინტერესება და ამ თემაზე კვლევის ჩატარება, მისმა ფერმერულმა საქმიანობამ და უნივერსტეტში ახალი საგნის „აგროსაკითხების გაშუქების“ დამატებამ განაპირობა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019 წლის გაზაფხულის სემესტრიდან ახალი სალექციო კურსი ,,აგროსაკითხების გაშუქება“ დაიწყო. სალექციო კურსისთვის დაიწერა წიგნი “კონსტრუქციული აგროჟურნალისტიკა”, რომლის დახმარებითაც სტუდენტები სწავლობენ, თუ როგორ გააშუქონ სოფლის მეურნეობასთან დაკავშრიდებული საკითხები ჟურნალისტური სტანდარტების დაცვით. ახალმა სალექციო კურსმა, სტუდენტების მაღალი დაინტერესება გამოიწვია და ახალი საგანი, გაზაფხულის სემესტრში 50-ზე მეტმა სტუდენტმა გაიარა.