თოვლიანი მწვანე ტბა – ფოტოები

მწვანე ტბა საქართველოს ულამაზეს კუთხეში, აჭარაში მდებარეობს. ტბა წელიწადის ნებისმიერ დროს ულამაზესია.

ის ხულოს მუნიციპალიტეტში, არსიანის ქედის ჩრდილოეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 2058 მ სიმაღლეზეა. მწვანე ტბის ზედაპირის ფართობი 0,05 კმ²-ია, უდიდესი სიღრმე კი 19,4 მეტრია. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით.

თოვლიანი მწვანე ტბის ფოტოების ავტორი ნოდარ ჯოჯუაა.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin