თვითმფრინავები, რომელთაც წელიწადში მილიარდი ხის დარგვა შეუძლია

გამოუყენებელი ან განახლებული სამხედრო საფრენი მოწყობილობები შესაძლოა, პლანეტის გასამწვანებლად კარგი საშუალება აღმოჩნდეს. ყოველ შემთხვევაში, აშშ-ში ასე ფიქრობენ. კომპანია Aerial Forestation Inc-მა მოამზადა პროექტი, რომლის მიზანიც დედამიწის მცენარეთა ნერგებით „დაბომბვაა“.

იდეისთვის გამოიყენებენ ხემცენარეთა ისეთ სახეობებს, რომელიც ზრდის სწრაფი ტემპით გამოირჩევა და წელიწადში 3 სამი მეტრის სიმაღლესაც კი მიაღწევს.

მცენარის ნერგი ბიოდეგრადირებად კაფსულაში მოთავსდება, რომელიც მიწაზე აღმოჩენიდან მალევე დაიწყებს ბუნებრივად დაშლის პროცესს. მცენარე კი უშუალოდ ნიადაგში გაიდგამს ფესვებს.

იდეის ავტორების განცხადებით, საფრენი აპარატი C-130 Hercules-ი მსოფლიოს 70 ქვეყანას აქვს და ეს მოწყობილობები სრულიად გამოუყენებელია. იდეის განხორციელების შემთხვევაში, თითოეული ეს თვითმფრინავი დღეში 900 ათასამდე ხის დარგვას შეძლებს.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin