თბილისში შხამიანი ქვეწარმავლების საფრთხე არ არსებობს – სააგენტო

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში შხამიანი ქვეწარმავლების საფრთხე არ არსებობს. სააგენტოს ჰერპეტოლოგის, შოთა ზანდუკელის განცხადებით, სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში შხამიანი გველები შენიშნეს, თუმცა, მისი თქმით, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. მისივე თქმით, 2019 წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით, მოსახლეობის მხრიდან, 123 გამოძახებაა დაფიქსირებული. სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, ქვეწარმავლის დაფიქსირების შემთხვევაში, დარეკონ სამსახურის ცხელ ხაზზე – 424-424, რის შემდეგაც, მათი სპეციალისტები ადგილზე მივლენ და დროულ რეაგირებას მოახდენენ.