თბილისი გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს

თბილისი გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. საქართველოში იმყოფებიან ისეთი ცნობილი გეოგრაფიული აღნიშვნით დაცული პროდუქტების მწარმოებლები, როგორებიცაა: ,,ტეკილა“, ,,პროსეკო“, ,,ბავარიული ლუდი“, ,,ყველი პარმიჯანო რეჯანო“, ,,მოდენას ბალზამიკოს ძმარი“, ,,პარმას ლორი“ და სხვა. ღონისძიების მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის სისტემის პოპულარიზაციას, ამ კუთხით ქართველ მეწარმეთა ცნობიერების ამაღლებას, უცხოელ პარტნიორებთან კომუნიკაციის დამყარებას და ადგილობრივი წარმოების პროდუქციის გაცნობას. საქართველოში, დღეის მდგომარეობით დაცულია 48 გეოგრაფიული აღნიშვნა და ადგილწარმოშობის დასახელება. მათ შორის, 20 – ღვინო, 13 – ყველი, ასევე ჭაჭა, მაწონი, ჩურჩხელა, ახალქალაქის კარტოფილი, ქუთაისის მწვანილი, ტყიბულის ჩაი და მაჭახელას თაფლი.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin