თბილისის ხუთივე სადგურის მონაცემებით, ჰაერის ხარისხი ცუდი ან ძალიან ცუდია

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალის ინფორმაციით, თბილისში არსებულ ხუთივე (მუდმივ) სადამკვირვებლო ლოკაციაზე ჰაერი დაბინძურებული ან ძალიან დაბინძურებულია.

დედაქალაქში ატმოსფერული ჰაერის ავტომატური სადგურები განთანსებულია წერეთლის, ყაზბეგის, დავით აღმაშენებლის გამზირებზე. ასევე, ვაშლიჯვარსა და ვარკეთილში.

როგორც პორტალის 13 ნოემბრის მონაცემების ანალიზით ირკვევა,   ჰაერი ყველაზე მეტად დავით აღმაშენებლის გამზირებზეა დაბინძურებული. აქ მტვრის მყარი შეწონილი ნაწილაკების კონცენტრაცია 59.14-ს აღწევს.  

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin