“თავი შეიკავეთ საეჭვო ადგილებში ხორცის შეძენისგან” – სეს და FAO​ 

სურსათის ეროვნული სააგენტო და FAO მოსახლეობას მოუწოდებენ, თავი შეიკავონ საეჭვო ადგილებში ხორცის შეძენისაგან – ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათი თქმით, ახალი წლის დღეებში ხორცპროდუქტების მოხმარება იმატებს და ხშირად ხორცის რეალიზება ხდება არაკეთილსაიმედო გარემოში, სადაც არ არის დაცული შენახვის პირობები; უცნობია ხორცის წარმომავლობა და საქონლის დაკვლის ადგილი.  

სააგენტოს ინფორმაციით, ხორცის შეძენისას მომხმარებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს პროდუქტის ეტიკეტს, რომელიც სარეალიზაციო ობიექტს, გამოკრული უნდა ქონდეს, მომხმარებლისათვის თვალსაჩინო ადგილზე.

“გასაყიდი ხორცის ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:

·        ქვეყნის დასახელება (სადაც მდებარეობს სასაკლაო), სასაკლაოს აღიარების ან პირობითი აღიარების ნომერი (სადაც დაიკლა ცხოველი); ასევე, ხორცის დამზადების თარიღი და საათი;

·        თუ ხორცი მიღებულია საქართველოში დაბადებული, გაზრდილი ცხოველისგან („წარმოშობა − საქართველო“), ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს – ცხოველის საიდენტიფიკაციო საყურე ნიშნის ნომერი; 

·        თუ ხორცი იმპორტირებულია, ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს იმპორტიორი ქვეყნის დასახელება;

·        ხორცი უნდა ინახებოდეს სუფთა, დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით, რომელიც განსაზღვრულია 2-დან 6-გრადუსამდე, ხოლო, შენახვის ვადაა 48 საათი.

·        სხვადასხვა წარმომავლობის ხორცი (საქონელი, ცხვარი, ღორი, თხა, ფრინველი) მაცივარში განცალკევებით უნდა იყოს განთავსებული. ასევე, ცალ-ცალკე უნდა განთავსდეს სხვადასხვა ქვეყნიდან (ბრაზილია, უკრაინა და სხვა) იმპორტირებული ხორციც” – ნათქვამია განცხადებაში. 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin