ქვემო ქართლში, სოფელ ზემო თელეთში, ტყის საფარი იწვის. აგროგარემო TV-ის ინფორმაციას უდასტურებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურშიც. როგორც უწყებაში გვეუბნებიან, ცეცხლი ტყის ქვედა საფარს მოედო.
სხვა დეტალები, ჯერჯერობით უცნობია, დამატებითი ინფორმაციის მიღებისთანავე მასალა განახლდება.
განახლება: 17:29 ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.