ზეთის ფასი 2011 წლის ივნისის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა – FAO

2021 წლის მარტში, სამომხმარებლო კალათის 5 ძირითად პროდუქტზე (რძის პროდუქტი, ხორცი, მარცვლეული, შაქარი, მცენარეული ზეთი) ფასები წინა თვესთან შედარებით, 2.1 %-ით გაიზარდა. FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი ზედიზედ მეათე თვეა, რაც იზრდება და 2014 წლის ივნისის შემდეგ მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწია. 

FAO-ს- ყოველთვიური ანგარიშის მიხედვით, ინდექსის ზრდა მცენარეულ ზეთსა და ხორცზე ფასების მკვეთრმა მატებამ გამოიწვია. 
20201 წლის მარტში ყველაზე მეტად 8%-ით ზეთი გაიზარდა. 

მარტის თვეში FAO-ს ფასების ინდექსი შემდეგ პროდუქტებზე გაიზარდა:  

  • მცენარეული ზეთი 8 %
  • შაქარი 4%
  • რძის პროდუქტები 3.9 %
  • ხორც-პროდუქტები 2.3 %
  • მარცვლეული -1.8 %

მცენარეული ზეთი 

ზეთის ფასმა 2011 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. ანგარიშის თანახმად, ფასების ზრდას წინ უძღვოდა მწარმოებელ ინდუსტრიაში სოიოს ზეთზე მკვეთრად გაზრდილი მოთხოვნა.

რძე

გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რძის ფასმა 16%-ით მოიმატა. მარტში კი ფასების ზრდა 3.9% იყო. FAO-ს განმარტებით, რძეზე გაზრდილი მოთხოვნის პარალელურად ფასის მომატება, პროდუქციის მწარმოებელ რეგიონებში ( ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში) შემცირებულმა მარაგებმა გამოიწვია. 

ხორცი

თებერვალთან შედარებით, ხორცის ფასების ინდექსი 2.3%-ითაა გაზრდილი. ზრდა უმთავრესად ევროპაში აღდგომის დღესასწაულის სამზადისთ და ღორისა და ფრინველის ხორცის შემცირებულ მარაგებით იყო განპირობებული.

FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი ყოველთვიურად ქვეყნდება. იგი სახელწიფოთა შორის სასურსათო პროდუქტებით ვაჭრობის შედეგად მიღებულ საშუალო ქულაა, რომელიც პროდუქტის ფასების დინამიკას მსოფლიო მასშტაბით ასახავს. 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin