ექსპორტი 14.7%-ით, იმპორტი კი 17.5%-ით შემცირდა – 2020 წ. იანვარი-აგვისტო

2020 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 7 022.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 16.7%-ით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 2 071.4 მლნ. აშშ დოლარი იყო, რაც 14.7%-ით ნაკლებია. იმპორტი კი 4 951.4 მლნ. აშშ დოლარია, რაც 17.5%-ით ნაკლებია. ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წლის იანვარ-აგვისტოში 2 880.0 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.0% შეადგინა.

დოკუმენტის თანახმად, აგვისტოში საქართველოდან უცხოეთში ექსპორტირებული საქონლის ღირებულებამ $292.4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

წყარო: geostat.ge

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin