ექსპორტის ზრდის ტემპით საქართველო 122-ე ადგილზეა – Worlds Top Exports

კვლევითმა პორტალმა, Worlds Top Exports-მა მსოფლიოში ექსპორტის ზრდის ტემპის მიხედვით ქვეყნების სარეიტინგო სია გამოაქვეყნა. 200 ქვეყანას შორის საქართველო 122-ე ადგილზეა.

რეიტინგის თანახმად, 2017-2018 წლებში საქართველოდან ყველა სახის საექსპორტო პროდუქციის ჯამურმა ღირებულებამ  $3,354,491,000 შეადგინა. ამ მაჩვენებლით საქართველო ისეთ ქვეყნებს შორისაა, როგორიცაა ლიბანი, ტანზანია, სენეგალი, ბურკინა-ფასო და უგანდა.

ექპორტის ყველაზე სწრაფი ტემპით ზრდის მიხედვით, ლიდერ პოზიციაზეა ჩინეთი ($2,494,230,195,000), აშშ ($1,665,992,032,000), გერმანია ($1,557,176,334,000), იაპონია ($738,188,768,000) და სამხრეთ კორეა ($605,169,190,000).