ეს არის ცუდი სიგნალი – კობახიძე ENKA-სთან ხელშეკრულების შეწყვეტაზე

“ეს არის სამწუხარო გადაწყვეტილება” – ასე აფასებს ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ENKA-ს მიერ საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულების გაწყვეტას. 

„ეს ყველა შემთხვევაში იყო კომპანიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. მთლიანობაში თქვენ იცით, რომ ენერგეტიკული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა არის მთავარი პრიორიტეტი, როგორც პოლიტიკური, ისე უსაფრთხოების თვალსაზრისითაც. აქედან გამომდინარე, ეს არის ცუდი სიგნალი, რა თქმა უნდა, შემდგომი ინვესტიციებისთვის, თუმცა, საქართველოს ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რომ ენერგეტიკის მიმართულებით ინვესტიციები გაგრძელდეს და ჩაიდოს დიდი ინვესტიციები” – ამბობს ირაკლი კობახიძე. 

ინფორმაცია, ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ სტამბოლის საფონდო ბირჟის ვებგვერდზე 20 სექტემბერს გამოქვეყნდა. განცხადებაში წერია, რომ კომპანიამ საქართველოს მთავრობას აღნიშნულის შესახებ უკვე შეატყობინა. მიზეზად კომპანია კონტრაქტის პირობების დარღვევას და ფორსმაჟორული გარემოებებს ასახელებს.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin