ერთ კვირაში საქართველოში ხორბლის სამანქანო გზით შემოტანა აიკრძალება

საქართველოს ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია ფინანსთა სამინისტროს სთხოვს, გააუქმოს ბრძანება, რომელიც კრძალავს ხორბლის სამანქანო გზით შემოტანას. 2018 წლის 22 აგვისტოს ბრძანების მიხედვით, საქართველოში ხორბლის შემოტანა და გატანა მხოლოდ სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტით, შესაბამისი საბაჟო გამშვები პუნქტების მეშვეობით იქნება შესაძლებელი. ბრძანება ძალაში 2019 წლის 1 ოქტომბრიდან უნდა შევიდეს და ხორბლის ბიზნესით დაკავებული მძღოლები მარცვლოვანი კულტურის ავტომანქანებით გადაზიდვას ვეღარ შეძლებენ. ასოციაციაში განმარტავენ, რომ მსოფლიოში ხორბლის მოსავალის შემცირების პირობებში, იმპორტის გზების შეზღუდვა ხორბალსა და შესაბამისად, პურზე, ფასის ზრდას გამოიწვევს.  

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin